Saturday, January 25, 2014

პროექტის იდეა

სითბური მოვლენები ჩვენს სახლში

მიმართულება: ფიზიკური მოვლენები

ფიზ.VIII.8. მოსწავლეს  შეუძლია  აღწეროს  ნივთიერების  აგრეგატული  მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
  შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ;
·         აღწერს ბრიზის წარმოქმნას;
·         ატარებს ცდებს სითბოცვლის პროცესებზე.

მიმართულება:მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         რჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).

კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;

კვლ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
 შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 

კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;
·      ადარებს  დასკვნებს  გამოთქმულ ვარაუდს.  


 

No comments:

Post a Comment