Wednesday, January 29, 2014

მესამე დღის რეფლექსია

29.01.2014
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე -

  • დავაზუსტეთ პროექტის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან;
  • ჩამოვაყალიბეთ პროექტის ამოცანები და მიზნები;
  • პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრიცი კითხვების მოფიქრება;
  • ვიმუშავეთ ელექტრონულ ფოსტაში, ვისწავლეთ  drive-ში ფაილის ატვირთვა-გაზიარება;
  • მივიღეთ საშინაო დავალება.

Sunday, January 26, 2014

მეორე დღის რეფლექსია

26.01.2014
დღეს ვიმუშავეთ პირველი მოდულის მეოთხე აქტივობაზე - პუბლიკაციის მომზადება.
WORD -ში მოვამზადეთ პროექტის შესაბამისი საინფორმაციო ბროშურა მშობლებისათვის. ამით მე პირადად კიდევ უფრო გავიღრმავე ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაში. გმადლობთ.

Saturday, January 25, 2014

პროექტის იდეა

სითბური მოვლენები ჩვენს სახლში

მიმართულება: ფიზიკური მოვლენები

ფიზ.VIII.8. მოსწავლეს  შეუძლია  აღწეროს  ნივთიერების  აგრეგატული  მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
  შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ;
·         აღწერს ბრიზის წარმოქმნას;
·         ატარებს ცდებს სითბოცვლის პროცესებზე.

მიმართულება:მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         რჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).

კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;

კვლ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
 შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 

კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;
·      ადარებს  დასკვნებს  გამოთქმულ ვარაუდს.  


 

ტრენინგის პირველი დღე

Intel-ის ტრენინგის შესახებ გავიგე სხვა პედაგოგებისგან, რომლების ძალიან კმაყოფილნი იყვნენ. მოხარული ვარ, რომ მოვხვდი თქვენს ჯგუფში. მაქვს დიდი მოლოდინები.

25.01.2013

  • გავეცანით ტრენინგის პროგრამას,  http://tpdc.ge/essentials/ საიტის სტრუქტურას
  • შევქმენით პორტფოლიო
  • გავეცანით ერთ-ერთი პროექტის გეგმას და შესაბამის რესურსებს 
  • შევქმენით ბლოგი, სადაც ავსახავთ ტრენინგის მასალებს
  • ტრენერისგან მივიღეთ დავალებები